ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის მოსახლეობამ ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის დასახლების მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მათი დასახლების სოფელ კურსებისთვის მიკუთვნებას აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, 2013 წლიდან ეს ტერიტორია სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადებისას. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ შემცირდა უძრავი ქონების ღირებულება. აქციის მონაწილეთა თქმით, წლების განმავლობაში, არაერთხელ მიმართეს ტყიბულის მერიას და საკრებულოს, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თუკი დროულად არ მოგვარდება ეს პრობლემა, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში