19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

სასულიერო პირების ნაწილი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ცალკეულ მუხლებს აპროტესტებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა დაიწყო.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ახალი ინიციატივა საკმაოდ ფართომასშტაბიანი რეფორმაა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფოს ყველა უწყებას ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ახალი რეფორმებისა და რეგულაციების გატარება მოუწევს. მათ შორის უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების, იურიდიული დახმარების, ასევე ოჯახური ძალადობისა და ბულინგის საკითხებთან მიმართებით.

სოფო კილაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიმართულებაა ოჯახის გაძლიერება, რომელიც გულისხმობს როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე მშობლის სხვადასხვა პროგრამებში ჩართვას, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში სარეაბილიტაციო კურსებში.

„ბავშვთა კოდექსის“ განხილვას ასევე ესწრებიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის „ეროვნულ ძალთა“ მოძრაობის წევრები და სასულიერო პირების ნაწილი, რომლებიც ახალ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ, რომ მასში მითითებული კონკრეტული მუხლები გარყვნილების პროპაგანდას ისახავს მიზნად. მოწინააღმდეგეები მაგალითად აპროტესტებენ, რომ ძალადობად შეიძლება აღიქვას მშობლის მიერ ბავშვზე ფიზიკური შეხება და მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ „თუ ბავშვს არ წამოარტყი, კარგად ვერ აღიზრდება“. აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და აღნიშნავს, რომ ეს კანონი არის თანხვედრაში ეროვნულ ღირებულებებთან ისე, რომ დაცული იყოს ბავშვის უფლებები.

„კანონი არის ეროვნული და არა პირიქით, როგორც ამას ზოგიერთი ვიწრო ჯგუფის წარმომადგენელი ცდილობს წარმოაჩინოს. კანონპროექტის მთავარი მიზანი არის ბავშვის უფლებების დაცვა და მე მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შევხვდე საჯარო ფორმატში და კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი გავცე“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში,“ ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა