ირმა ნადირაშვილი - კობა გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა

კობა გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

„ევროპულმა საქართველომ“ „თიბისი ბანკის“ საკითხზე კობა გვენეტაძე მოვიწვიეთ, მას შემდეგ სამ კვირაზე მეტი გავიდა. ირაკლი კოვზანაძემ წერილი გადააგზავნა, მაგრამ როდის აპირებს კითხვებზე პასუხი გაგვცეს, რა მოხდა „თიბისი ბანკზე“ და რა როლი აქვს ეროვნულ ბანკს, პასუხები ღია რჩება. ბატონმა კობა გვენეტაძემ ვერ გადაწყვიტა და პარლამენტს თარიღი ვერ გააგებინა, როდის მოახერხებს მოსვლას.

საქმე გვაქვს რეგლამენტის დარღვევასთან, ამიტომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანს მივმართავ, მისმა კომიტეტმა განიხილოს, როგორ არღვევს გვენეტაძე რეგლამენტს და თავს არიდებს დეპუტატების კითხვებს, საკითხი გამოიტანოს ბიუროზე“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, კობა გვენეტაძის მისვლა დარგობრივ კომიტეტზეც მოითხოვეს, რომელიც საბანკო რეგულაციების შემოღებას ეხება.

„კობა გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა, როგორ ემუქრება მისი რეგულაციები ბიზნესს და ადამიანებს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ