ქალები, რომლებმაც ავტობუსის მძღოლობის სურვილი გამოთქვეს და შესაბამისი გადამზადება გაიარეს, ვაკანსიების არარსებობის გამო, ამ ეტაპზე ვერ საქმდებიან

ქალები, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით იყვნენ დაინტერესებულნი, უკვე გადაამზადეს, თუმცა ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპიანიას მათ დასასაქმებლად ვაკანსიები არ აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, გადამზადებულია 21 ქალი მძღოლი. მათივე ინფორმაციით, ისინი ბოლო ეტაპს, დამატებით ორკვირიან სწავლებას გადიან.

„სწავლება ამ პროგრამის ფარგლებში 25-მა ქალმა გაიარა. აქედან 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა აღებული და დარჩენილი 4 ქალიც აპირებს მართვის მოწმობა აიღოს. ამ 21 ქალიდან დაკომპლექტდა სამი ჯგუფი, რომლებიც გადიან ორკვირიან პრაქტიკულ სწავლებას. ეცნობიან არსებულ მარშრუტებს, კომპანიის შიდა სამზარეულოს. გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ თუ სატრანსპორტო კომპანიაში ვაკანსიები იქნება და ეს ქალებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ეტაპობრივად მოხდება მათი დასაქმება. ამ ეტაპზე კომპანიაში ვაკანსია არ გვაქვს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, ავტომატურად გაჩნდება ახალი ვაკანსიები, რაც ასე არ არის. ახალი ავტობუსები ანაცვლებს ძველ ტრანსპორტს, შესაბამისად, ისევ ძველი მძღოლები დასაქმდებიან“, - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 1400-მდე მძღოლია დასაქმებული, აქედან 2 ქალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა