დავით უსუფაშვილი - ვერ მოგართვით „მიშისტებო“ და „ბიძინისტებო“, რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო

„შენების მოძრაობის“ კოალიციური ურთიერთობა 2020 წლის არჩევნებში გამორიცხულია როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, „შენების მოძრაობა“ დგას იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ჩამოყალიბების დღიდან იდგა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები, მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც მართალია კანონთან, მორალთან და ზნეობასთან. ჩვენ გვინდა იყოს კონკურენტული გარემო, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი სხვადასხვა ფლანგზე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოძლიერდნენ, გაერთიანდნენ, მონახონ საერთო ენა, მაგრამ ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას. საქართველოში უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების ხარჯზე. შესაბამისად, ჩვენი რაიმე ტიპის კოალიციური ურთიერთობა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში გამორიცხულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი 2020 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ არ გამორიცხავს კოალიციაში შესვლას იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთანაც საერთო შეხედულებები აღმოაჩნდებათ.

„თუმცა, ჩვენი გეზი დღევანდელი მდგომარეობით არის ის, რომ „შენების მოძრაობა“ 2020 წლის არჩევნებზე იქნება წარმოდგენილი საკუთარი ძალებით. საპრეზიდენტო არჩევნებზე მე განვაცხადე, რომ არც ერთ მხარეს არ ვუჭერ მხარს, ამის შედეგად მოხდა ის, რომ ერთი მხარე თვლიდა, რომ მე არასაკმარისად გავემიჯნე მეორე მხარეს და პირიქით, მეორე მხარე თვლიდა იგივეს. ვერ მოგართვით ბატონებო „მიშისტებო“ და „ბიძინისტებო“ რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო. მე მინდა სწორად მოვიქცეთ ქვეყნისთვის. სწორი და მძიმე გზით სიარულს ვაპირებ და ამას აპირებს ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ