"სილქნეტმა" 200 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა

2019 წლის 27 მარტს, საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, "სილქნეტმა" წარმატებულად განახორციელა 200 მლნ დოლარი 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით.

ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა სხვადსხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, შეფასდება მუდისის (Moody’s) B1 და ფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით.

ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და თიბისი კაპიტალი, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან სილქნეტის იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს.

„სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებელი და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი: „დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს სილქნეტის არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს, რაც გულისხმობს სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდებას მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში სილქნეტის მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“.

დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი: „სილქნეტისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბონდების გამოშვება იმ წარმატებული ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც კომპანია თანმიმდევრულად ახორციელებდა ბოლო წლების მანძილზე. განსაკუთრებით საამაყო კი ის ფაქტია რომ, ჩვენი ბონდების განთავსება არამარტო ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის მიღწევაა. დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, სილქნეტს ეძლევა ტექნოლოგიური განვითრების უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს მომხმარებლისთვის მეტ საინტერესო და ინოვაციურ სერვისებსა თუ შეთავაზებებს“.

სილქნეტის ბონდების ემისია, უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხრიდან, საქართველოს მზარდად განვითარებადი ეკონომიკის მიმართ არსებული ნდობის დასტურია.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო