მამუკა ბახტაძემ ბათუმში, სამშენებლო კომპანია “საბა კონსტრაქშენ"-ის მიმდინარე პროექტი დაათვალიერა

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის პროექტი საქართველოში განხორციელებული პირველი პროექტია, სადაც შენობა-ნაგებობის გადახურვის მალის სიგრძე 70 მეტრია, თოთოეული მალის წონა 60 ტონას, ხოლო სიმაღლე 37 მეტრს აღწევს. პროექტზე გაიხარჯა სხვადასხვა სახეობის 5 ათასი ტონა ლითონის მასალა და 25000 მ3 ბეტონი. პროექტის ღირებულება 61 977 777 ლარს შეადგენს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ახალი სპორტული კომპლექსის მასშტაბები უკვე იწვევს მნახველების სასიამოვნოდ გაოცებას. თანამედროვე სტილის შენობა სპორტული ტანვარჯიშის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, სპორტული ცეკვების, კრივის, ტაეკვანდოს, ჭადრაკის და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზებს მოიცავს.

სპორტული კომპლექსი აღჭურვილი იქნება 3400-კაციანი სამაყურებლო ტრიბუნებით. ფუნქციონალური დარბაზების გარდა, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სივრცის, საკონფერენციო დარბაზის, სამედიცინო პუნქტების და საუნის მშენებლობა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება საქვაბე და ქვესადგური. ტელეკამერებისა და VIP-სტუმრებისთვის დაგეგმილია შესაბამისი სივცრეების მოწყობა. გათვალისწინებულია გასახდელები პროფესიონალი და დამწყები სპორტსმენების, აგრეთვე - მწვრთნელებისთვის. მოეწყობა ტექნიკური სათავსოები, სპორტული ინვენტარის სადემონსტრაციო ფართები, დაცვისა და უსაფრთხოების ოთახები.

შენობა მორგებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე - როგორც მაყურებელთა, ასევე სპორტსმენთათვის. საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყობა საპირფარეშოები, ლიფტები, პარკირების ადგილები და გასახდელები შშმ პირთათვის. ყველა დერეფანი და საევაკუაციო გასასვლელი მოყვანილი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაში.

აღსანიშნავია, უნივერსალური და სპორტული დარბაზები მდებარეობს მომიჯნავედ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი გაერთიანება.

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან