ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გვყავს კოლეგები, რომლებიც შინაგანად გახარებულები  და ვიზუალურად მოწყენილები საუბრობენ ჩანაწერებზე

ჩვენ გვყავს კოლეგები, რომლებიც შინაგანად გახარებულები და ვიზუალურად მოწყენილები საუბრობენ ამ ჩანაწერებზე, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, მას ყოფილი თანაგუნდელების განცხადებების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, რასაც საკითხზე, მათივე უმოქმედობა ადასტურებს. დეპუტატი განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გენდერის საკითხზე მომუშავე ჯგუფის მისამართით გამოხატავს, რომელიც მისი შეფასებით, არეალიდან გამქრალია.

"არ მრჩება განცდა, რომ ეს ადამიანები შეწუხებულები არიან. ისინი აკეთებენ ცინიკურ და არასასიამოვნო განცხადებებს, რაც მათ არ უხდება, თორემ ამ ადამიანს კადრებით ვერაფერი უქნეს და ერთი-ორი კაცი თუ რამეს დაუმატებს, ამით არაფერი შეიცვლება. ჩვენ გვყავს კოლეგები, რიმლებიც შინაგანად გახარებულები და ვიზუალურად მოწყენილები საუბრობენ ამ საკითხზე. ვსაუბრობ ყველა იმ ადამიანზე, ვინც საუბრობდა, არ მინახავს, ვნახავ და მერე გავაკეთებ განცხადებასო. გამქრალია გენდერის საბჭო, შს სამინისტრო," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს