შს სამინისტრო ან დააკავებს მთავარ გამავრცელებელს და დამკვეთს, ან მოუწევს მის ხელმძღვანელობას სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესნიუსს" პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმის გამოძიების კომენტირებისას განუცხადა.
დეპუტატის განცხადებით, ის ვერ ხედავს სამინისტროს მონდომებას, რომ საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული.
„შს სამინისტრო ვერ დაემალება ამ პრობლემას. შს სამინისტრო ან დააკავებს მთავარ გამავრცელებელს და დამკვეთს, ან მოუწევს მის ხელმძღვანელობას სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ ვერ ვატყობთ უწყებას მონდომებას, რაც შემაშფოთებელია - თუ ვერ იცავს პარლამენტის წევრს, ის ვერასდროს დაიცავს მოქალაქეს. უამრავი თანხა გამოვყავით ბიუჯეტიდან კიბერდანაშაულთან ბრძოლისთვის, სად მიდის ეს ფული, რისთვის ხარჯავთ ამ ფულს? თუ ვერ ართმევენ თავს, მაშინ თქვან, ბევრი მიმართულებაა, სადაც ამ ფულის მოხმარება შეიძლება", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"