კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით კარიერის კვირეული გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში კარიერის კვირეული გაიმართა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

კვირეული, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის, თინათინ მახარაძის საჯარო ლექციით თემაზე „როგორ გავხდე პროკურორი?“ დაიწყო.

მახარაძემ აუდიტორიას გააცნო საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირებისა და მისი ეტაპების შესახებ. ასევე, გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და ის უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია პროკურორის პროფესიის დასაუფლებლად.

სტუდენტებს თემაზე „როგორ გავხდე ადვოკატი?“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ადვოკატი მარიკა არევაძე შეხვდა. არევაძემ სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების შესახებ, რაც აუცილებელია ადვოკატის პროფესიის დასაუფლებლად.

თემაზე „როგორ გავხდე იურისტი საჯარო სექტორში?“ სტუდენტებს, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ჭურღულია შეხვდა. მან აუდიტორიას სამსახურის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები გააცნო. ასევე ისაუბრა სტუდენტთა აქტივობაზე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტების თბილისის მერიაში მიმდინარე სტაჟირებებსა და ზოგადად, საჯარო სამსახურში დასაქმების კრიტერიუმებზე.

თემაზე „როგორ გავხდე ნოტარიუსი?“ სტუდენტებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე შეხვდა.

მომხსენებელმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრა ნოტარიუსის პროფესიის ისტორიულ პერიპეტიებსა და სხვადასხვა ქვეყანაში მისი განვითარების თავისებურებებზე. სტუდენტებს გააცნო ის აუცილებელ უნარ-ჩვევები და სხვადასხვა ეტაპი, რაც აუცილებელია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ასევე, ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსებისთვის სასწავლო კურსებსა და სტაჟირების პროგრამებზე.

კარიერის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძეს დაეთმო, რომელმაც აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, მოსამართლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსა და იმ ეტაპების შესახებ ესაუბრა, რომელიც მოსამართლეობის მსურველმა კარიერულ გზაზე უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ კარიერის კვირეული, რომელიც ხუთ თემატურ შეხვედრას მოიცავდა, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში დახმარებას ითვალისწინებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა