პროკურორი - ბრალდებულებმა პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება მისცეს

ბრალდებულმა პირებმა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის მოპოვებასთან, შენახვასთან და გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდეს, მათ საგამოძიებო უწყებას ასევე აღიარებითი ჩვენება მისცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, დღეს გათავისუფლებულმა ოთხმა პირმა დაკითხვისას გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. მუკბანიანის თქმითვე, შემცირდა ის რისკები, რაც საფუძვლად დაედო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რის გამოც, მათ სასამართლოს ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს.

„გამოძიებამ აღნიშნული ბრალდებულები დაკითხა, რომლებმაც გამოძიებას არსებითი ინფორმაცია მიაწოდეს დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათ მიერ ვიდეოჩანაწერის მოპოვება-შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია გამოძიებისათვის, მცირდება ის რისკები, რაც საფუძვლად დაედო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. შესაბამისად, შუამდგომლობით მივმართეთ საქალაქო სასამართლოს რათა, ბრალდებულების მიმართ პატიმრობის ნაცვლად, გირაო გამოყენებულიყო. ბრალდებულების მხრიდან მოხდა აღიარება, ასევე ინფორმაციის მიწოდება ვიდეოების მოპოვებასთან, შენახვასთან და გავრცელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მუკბანიანმა.

თუ საიდან მოიპოვეს აღნიშნულმა პირებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი, პროკურორი არ აკონკრეტებს.

„აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანია და ფართო მასებისთვის გასაჟღერებლად თავს შევიკავებთ. მიგვაჩნია, რომ მოცემული ინფორმაცია არსებითი იქნება და ხელს შეუწყობს სხვა გარემოებების დადგენას“, - განაცხადა მუკბანიანმა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან თავდაპირველად,14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. სწორედ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ დღეს გირაოს სანაცვლოდ.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პროკურორი - ბრალდებულებმა პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება მისცეს

ბრალდებულმა პირებმა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის მოპოვებასთან, შენახვასთან და გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდეს, მათ საგამოძიებო უწყებას ასევე აღიარებითი ჩვენება მისცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, დღეს გათავისუფლებულმა ოთხმა პირმა დაკითხვისას გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. მუკბანიანის თქმითვე, შემცირდა ის რისკები, რაც საფუძვლად დაედო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რის გამოც, მათ სასამართლოს ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს.

„გამოძიებამ აღნიშნული ბრალდებულები დაკითხა, რომლებმაც გამოძიებას არსებითი ინფორმაცია მიაწოდეს დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათ მიერ ვიდეოჩანაწერის მოპოვება-შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია გამოძიებისათვის, მცირდება ის რისკები, რაც საფუძვლად დაედო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. შესაბამისად, შუამდგომლობით მივმართეთ საქალაქო სასამართლოს რათა, ბრალდებულების მიმართ პატიმრობის ნაცვლად, გირაო გამოყენებულიყო. ბრალდებულების მხრიდან მოხდა აღიარება, ასევე ინფორმაციის მიწოდება ვიდეოების მოპოვებასთან, შენახვასთან და გავრცელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მუკბანიანმა.

თუ საიდან მოიპოვეს აღნიშნულმა პირებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი, პროკურორი არ აკონკრეტებს.

„აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანია და ფართო მასებისთვის გასაჟღერებლად თავს შევიკავებთ. მიგვაჩნია, რომ მოცემული ინფორმაცია არსებითი იქნება და ხელს შეუწყობს სხვა გარემოებების დადგენას“, - განაცხადა მუკბანიანმა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან თავდაპირველად,14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. სწორედ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ დღეს გირაოს სანაცვლოდ.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია