რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა პარალიზებულია

რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა პარალიზებულია. აღნიშნულ მარშრუტზე კომპანია "ინტერტრანსის" კუთვნილი ყვითელი მიკროავტობუსები დილიდან აღარ მოძრაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში „ინტერტრანსში" აღნიშნულ მარშრუტზე დასაქმებულმა მძღოლებმა განაცხადეს, კომპანიამ, მათ ყოველდღიურად შესატანი თანხა 10 ლარით, 70 ლარამდე გაუზარდა. მძღოლებისგან უარის მიღების შემდეგ კი მათ ავტოსადგომიდან ხაზზე გასასვლელად მიკროავტობუსები აღარ მისცეს.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ ყოველდღიურად მძღოლების მიერ შესატანი თანხა, გაზაფხულზე მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად იზრდება და შარშან, მარტში რა გადასახადიც იყო, ახლაც იგივეა. ამის თაობაზე კი მძღოლები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იყვნენ ინფორმირებულები.

„მძღოლები ინფორმირებული იყვნენ, მათ ჯერ კიდევ მარტის თვეში იცოდნენ, რომ ყოველდღიური ნორმირებული გადასახადი ძველ ნიშნულს უბრუნდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ულტიმატუმის ენაზე გვესაუბრებიან და აცხადებენ, რომ თუ არ გაიზრდება მგზავრობის საფასური, არ გადაიხდიან დღიურ ნორმირებულ გადასახადს. კომპანია დათმობაზე წასვლას არ აპირებს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კომპანია "ინტერტრანსის" წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა