ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბოლო წლების სიღარიბე დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე აისახა

„დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა ვეძიოთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დაბერება დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების ერთადერთ ახსნად არ გამოდგება.

„დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა ვეძიოთ, რაც ბოლო წლების ეკონომიკურ სტაგნაციას და ცხოვრების მნიშვნელოვნად გაძვირებას მოჰყვა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

განვლილი წლების მსგავსად, 2018 წელსაც ბუნებრივი მატება კვლავ განაგრძობს კლებას. საგანგაშოა, რომ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის წინა წელთან შედარებით დამატებით 15.7 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 4 614 შეადგინა.

შობადობის მაჩვენებელი მე-5 წელია განუწყვეტლივ იკლებს. 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. არადა 2017 წლის მონაცემი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო ბოლო წლების განმავლობაში. საგულისხმოა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვიც ბოლო 11 წლის მინიმუმზეა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა