„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საგაზაფხულო აქცია აპრილშიც გაგრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საგაზაფხულო აქცია, რომლითაც მარტის თვეში ტოიოტას არა ერთმა მფლობელმა ისარგებლა, აპრილშიც გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს.

„კვლავაც ძალაში რჩება საგაზაფხულო აქციის პირობები, რასაც TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ თავის მომხმარებელს - ტოიოტას ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს სთავაზობს. ისინი ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებენ.

Corolla-ს მფლობელები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საგაზაფხულო აქციაში ჩაერთვებიან, ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლას ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეძლებენ, Prius-ის, Camry-ს და Toyota RAV4-ის მფლობელებს კი ამ მომსახურებას 125 ლარად გაუწევენ.

დამატებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საგაზაფხულო აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს 10%-იანი ფასდაკლების ბარათს, რომლის გამოყენებაც ტოიოტას მფლობელებს სამომავლოდ, მრავალჯერადი მომსახურების მიღებისა და ავტონაწილების შეძენის დროს შეეძლებათ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ საგაზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საგაზაფხულო აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს“, - ნათქვამია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 032 2511 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა