ელენე ხოშტარია - სახელმწიფო ზურაბ დათუნაშვილს არათუ იცავს, არამედ, პრაქტიკულად, ქვეყნიდან აგდებს

სახელმწიფო ზურაბ დათუნაშვილს არათუ იცავს, არამედ, პრაქტიკულად, ქვეყნიდან აგდებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, სახელმწიფო დათუნაშვილის ნაცვლად მოძალადეს იცავს და თანამდებობაზე ამყოფებს.

„ზურაბ დათუნაშვილის ისტორია გამაოგნებელია, ეს კიდევ ერთი ისტორიაა ადამიანური ტრაგედიისა და უსამართლობის ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ სახელმწიფო რისთვისაც არის შექმნილი, ადამიანი ძალადობისგან დაიცვას, სახელმწიფო ამ ადამიანს არათუ არ იცავს, პრაქტიკულად, აგდებს ქვეყნიდან. ის იცავს მოძალადეს, რომელზეც ნანახი გვაქვს კადრები თუ როგორ დაასისხლიანა დათუნაშვილი, მოწიწებით ექცევა და თანამდებობაზე ჰყავს. დათუნაშვილისნაირი, ია კერზაიასნაირი, სარალიძისნაირი ისტორია ზუსტად ის მიზეზია, რატომაც აღარ გვინდა არც მურუსიძეები და არც ერთი ის მთავრობა, რომელსაც არ ესმის, რისთვისაა შექმნილი - რომ დაიცვას ადამიანი და არა პირიქით, გასრისოს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ