ილია მეორე - მძიმეა ზვიად გამსახურდიას  ჯვარი მაგრამ ღვთის მადლით,  მან ბევრი სიკეთე გააკეთა  ჩვენი ერისთვის

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმეა, აუტანელად მძიმეა სხვისი ჯვარი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმის თქმით, ეს ჯვარი ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს.

„ამ კვირას, ამ კვირიაკეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემა; ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მიიტანოთ თქვენი ჯვარი. ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმეა, აუტანელად მძიმეა სხვისი ჯვარი. ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარს; ეს არის, სწრაფვა ღვთისაკენ, მაღლა ზეცისაკენ და ადამიანისაკენ. აი, ეს ჯვარი ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა, ყოველმა ადამიანმა ბოლომდე მიიტანოს ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა. დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია პირველი პრეზიდენტი საქართველოსი, მძიმეა მისი ჯვარი მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისთვის. შევასრულებთ პანაშვიდს მისი სული მოსახსენებლად“, - განაცხადა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო: "მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა ჩვენი ერისთვის"

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს