თურქეთში საარჩევნო უბანზე ორი ადამიანი მოკლეს

თურქეთში, სადაც დღეს მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ორი ადამიანი დაცხრილეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ მალათიაში ორი დაჯგუფების შეტაკება მოხდა. შეხლა-შემოხლის დროს, ერთ-ერთმა პირმა პისტოლეტით თავისი მოწინააღმდეგეები მოკლა. დამნაშავე ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.

ოპოზიციური პარტია „კეთილდღეობის“ ლიდერმა თემელ კარამოლაოღლუმ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ გარდაცვლილები არიან დამკვირვებლები, რომლებიც მისი პარტიის წევრები იყვნენ.

მისივე ცნობით, მოკლული პირები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ღიად ხმის მიცემას, რის გამოც მოკლეს.

თურქეთში 57 მილიონი ამომრჩეველი ქვეყნის 81-ვე პროვინციაში მერებს, საზოგადოებრივ საბჭოებსა და სხვა მუნიციპალურ პოლიტიკოსებს ირჩევენ.

ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებას დაახლოებით ნახევარი მილიონი სამართალდამცავი იცავს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო