თინა ბოკუჩავა - კანდიდატი, რომელსაც ზუგდიდში წარვადგენთ, ივანიშვილისთვის დიდი საფრთხეა და ამის საწინააღმდეგოდ ცდილობს ასეთი სამარცხვინო კამპანია აწარმოოს

საპრეზიდენტო არჩევნების კრახის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისთვის ნებისმიერი ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ ზუგდიდში, ძალიან დიდი საფრთხეა და ამის საწინააღმდეგოდ ცდილობს, ასეთი სამარცხვინო კამპანია აწარმოოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს რომ ელექტორალურად ძალიან გაუჭირდა, ეს საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაამტკიცა.

„გვახსოვს როგორ იხვეწებოდა ბიძინა ივანიშვილი ხმებს პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის. შემდგომ, მას მოუწია მოსყიდვის და დაშინების სპცოპერაციის ჩატარება იმისთვის, რომ საპრეზიდენტო სკამი ეყიდა სალომე ზურაბიშვილისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა