ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება და 3885 ლარის ღირებულების ოქროს მონეტა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.კ-ს კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერება კანაფის ფისი (წონა 7.68 გრამი) და 3885 ლარის ღირებულების ოქროს მონეტა (წონა 41.70 გრამი) გამოავლინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კანაფის ფისი და საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ხოლო, არადეკლარირებულ ოქროს მონეტაზე, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3885 ლარის ოდენობით შეეფარდა.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025