საპროტესტო აქცია ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობასთან მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობასთან მიმდინარეობს, სადაც დაკავებულები არიან გადაყვანილები. აქციის „სოლიდარობა მუშებს“ ერთ-ერთი ორგანიზატორის ნენო ჩარკვიანის ინფრომაციით, დღეს აქცია პოლიციის განყოფილებასთან დასრულდება. მისივე განცხადებით, აქციები სხვა დღეებშიც გაგრძელდება.

როგორ ჩარკვიანმა აღნიშნა, სოციალურ ქსელში შეიქმნილია სოლიდარობის გვერდი სახელწოდებით „სოლიდარობის ქსელი“, სადაც შემდგომი დღის აქტივობებზე ინფორმაციას გაავრცელებენ. ჩარკვიანმა მოუწოდა აქციის მონაწილებს, რომ ხშირად გაეცნონ ამ ქსელზე განთავსებულ ინფორმაციას საპროტესტო აქციის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში უბედური შემთხვევის შედეგად 2 მუშა გუშინ გარდაიცვალა. აქციის მონაწილებმა ეს ფაქტი დღეს სხვადასხვა ლოკაციებზე გააპროტესტეს, მათ შორის ჭავჭავაძის #5-თან. აღნიშნულ ადგილას აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა ცალმხრივად გადაკეტეს, ცოტა ხანში კი გზის სრულიად გადაკეტვა მოისურვეს, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ამ ფაქტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აქციის 6 მონაწილე დააკავეს. ისინი ვაკე-საბურთალოს პოლიციის არიან გადაყვანილები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“