გამსახურდიას სანაპიროს მიმდებარე ფერდობზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ზვიად გამსახურდიას სანაპიროს (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფერდობზე დასუფთავებისა და მოწესრიგების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ტერიტორია ამონაყრისგან და ლელქაშისაგან გაიწმინდება. ფერდობზე გაისხლება და დაფორმირდება ხე-მცენარეები, მოწესრიგდება მწვანე-საფარი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს