ემზარ კვიციანი - ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს

ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ახალგაზრდები ე.წ. კანონიერი ქურდის დედისთვის ფულის შეგროვების გამო დააკავეს.

კვიციანმა პლენარულ სხდომაზე გააპროტესტა სისხლის სამართლის კოდექსში 223-ე პრიმა მუხლის არსებობა, რომლის მიხედვითაც „ქურდული სამყაროს“ წევრობა, ასევე „კანონიერი ქურდობა“ ისჯება თავისუფლების აღკვეთით.

„მინდა შევეხო ერთ თემას, რასაც ჰქვია ქურდული ტრადიციები და ამ 223 - ე პრიმა მუხლს, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული. ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 თუ 30 ლარი ვიღაცა "კანონიერი ქურდის" დედას შეუგროვეს. იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები, ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს. ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართული ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და მაშინ ჩავსხდეთ ყველა ციხეში. ამასთან დაკავშირებით მართლა რაღაცაა მოსაფიქრებელი. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა, რომ მთელი ქურდული სამყარო წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლებინა მთელი ქუჩა დასავლეთში, მაგრამ ჩვენ ქართველები რა შუაში ვართ?“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

იხილეთ ვიდეო

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები