დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვით მთავრობამ გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვით მთავრობამ გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მეწარმეებს პროგრამით “აწარმოე საქართველოში“ სესხი მისცეს და ახლა ისინი საარსებო წყაროს გარეშე რჩებიან.

ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხა კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმართა, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები მიიწვიონ და საკითხი მეწარმეებთან ერთად განიხილონ, რადგან საქმე 7 ათასს დასაქმებულ ადამიანს ეხება.

“1-ელ აპრილს ამოქმედდა რეგულაცია, რომლითაც საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების მოხმარება აიკრძალა. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ეს ზერელე გადაწყვეტილება იყო. მთავრობას არ ჰქონდა არანაირი გამზადებული ბაზა, რათა ამ პროცესისთვის კონტროლი გაეწია. ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც დაადგენს პროდუქცია ბიოდეგრადირებადია თუ ჩვეულებრივი. გამომდინარე აქედან, მოხდა კაზუსი, რომ ჩვენს მეწარმეებს, სადაც დასაქმებულია 7 ათასი ადამიანი, წავართვით საშუალება, აწარმოონ პროდუქცია. ამ დროს ბაზარზე იმპორტირებული, ფალსიფიცირებული პროდუქცია გამოჩნდა, რადგა ის თავისი ღირებულებით სამჯერ იაფია, ვიდრე ბიოდეგრადირებადი პროდუქტი შეიძლება ღირდეს. გადაიდგა კიდევ ერთი გაუაზრებელი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან. გადაწყვეტილება თითქოს გარემოს დაცვის მიზნით მიიღეს, მაგრამ არ გადაიდგა ნაბიჯი, რაც თუნდაც გარემოს დაცვას უზრუნველყოფდა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება