ნათია მეზვრიშვილი - გასულ წლებს თუ გადავხედავთ, შს სამინისტოსთან მიმართებით ასეთი პოზიტიური დასკვნა სახალხო დამცველს არ მოუმზადებია

გასული წლების ანგარიშებს თუ გადავხედავთ, ასეთი პოზიტიური დასკვნა შს სამინისტოსთან მიმართებით სახალხო დამცველს არ მოუმზადებია, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციებს უწყება აუცილებლად გაითვალისწინებს.

„ჩვენ მათთან გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ის რეკომენდაციები, რაც სახალხო დამცველმა გასცა, მისაღები და გასაზიარებელია. რაც შეეხება დაკავების დროს დაზიანებებს, დაზიანებებთან მიმართებით ის, რაც სახალხო დამცველს ანგარიშში უწერია, ტყუილი არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ ომბუდსმენმა გამოიყენა გამოთვლის განსხვავებული მეთოდოლოგია განსხვავებით წინა წლისგან. რეალურად, ჩვენ თუ შევაჯამებთ, დაკავების დროს მიღებულ დროს დაზიანებებს დაკავების შემდგომ მიღებულ დაზიანებებთან და გამოვთვლით ამას დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებული პირების საერთო რაოდენობიდან, ვნახავთ, რომ 2018 წელს გვაქვს მნიშვნელოვანი კლება 2017 წელთან შედარებით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ის ომბუდსმენის დასკვნას ამ ნაწილში არ იზიარებს.

"მე ცოტა განსხვავებული მოსაზრებები მაქვს ხორავას საქმესთან, 12 მაისს ჩატარებულ ჩხრეკებთან მიმართებით, არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, თუმცა იმისთვის არსებობს სახალხო დამცველი რომ მოსაზრებები იყოს კრიტიკული. მზად ვართ, ეს რეკომენდაციები გავითვალისწინოთ",- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულ ფაქტებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ხალხს სცემენ. თუ ვინმეს შეუძლია მაჩვენოს სახალხო დამცველის ანგარიშიდან ამონარიდი, სადაც წერია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ხალხს სცემენ, მადლობელი ვიქნები. ვერსად ამგვარ ჩანაწერს სახალხო დამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ და უბრალოდ, უხერხულია ომბუდსმენის ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა