ეკა ბესელია - ფაქტია, რომ ამ ბრძოლაში და როლში ივანიშვილი იძულებით დაბრუნდა

ის, რომ ამ ბრძოლაში და როლში ივანიშვილი იძულებით დაბრუნდა, ეს ფაქტია. ის, რომ მის გარდა არავინ არის პროცესის წამმართველი, ესეც ფაქტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, იზიარებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც მან გერმანულ „შპიგელთან" ინტერვიუში გააკეთა.

„ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის ყველა შეფასებაში. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა პოლიტიკიდან დისტანცირებას , შემდეგ როდესაც თქვა, რომ იძულებული იყო დაბრუნებულიყო , არავინ არ აღმოჩნდა რაიმე ავტორიტეტის და სანდოობის მატრებელი, რომელიც პარტიის წევრებთან იქნებოდა ყველაზე სანდო და ეფექტიანი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილა „შპიგელთან“ ინტერვიუსას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა.

„ჩემი მასთან გამართული მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა