„რედისონი“ სასტუმროში საევაკუაციო განგაშის გამოცხადებაზე განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ მრავალფუნქციურ კომპლექს „რესპუბლიკაში“ დღეს ჩართულ საევაკუაციო განგაშზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საევაკუაციო განგაშის ჩართვის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა.

„სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ მართვაში მყოფ მრავალფუნქციურ კომპლექსში „რესპუბლიკა“ დღეს 11.40 საათზე უსაფრთხოების განგაში ჩაირთო. სიგნალის ხმა ღონისძიების დასრულების შემდეგ გაისმა. მიზეზი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა, კერძოდ, სახანძრო სიგნალიზაცია ღუმელიდან გამომავალმა კვამლმა აამოქმედა.

მომხდართან დაკავშირებით, სასტუმროს შესაბამის დეპარტამენტს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. დაცული იყო უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის არც ერთი სტუმრის უსაფრთხოებას არ შექმნია საფრთხე.

სასტუმროს მენეჯმენტი ბოდიშს უხდის სტუმრებს შექმნილი უხერხულობისთვის.

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე არის დაცული. სასტუმრო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კომპანია Safe Hotel Aliance-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში. პროგრამა ითვალისწინებს მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირებას სხვადასხვა ბრენდის სასტუმროებში, რომლის ფარგლებშიც ხდება შემოწმება, თუ რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა.

ბოლო წლებია, აღნიშნული ინსპექტირების ფარგლებში, „რედისონ ბლუ ივერია“ იმსახურებს უმაღლესი დონის სერტიფიკატს და არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაცული სასტუმრო მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, რომლის დასრულებისას საევაკუაციო განგაში ჩაირთო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა