ემანუელ მაკრონი - ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნება ინგლისის პოლიტიკური კრიზისის მძევალი

ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნება დიდ ბრიტანეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მძევალი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ევროპული კავშირის და საერთო ბაზრის კარგი ფუნქციონირება. ევროპული კავშირი ხანგრძლივად ვერ იქნება დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მძევალი“ - განაცხადა მაკრონმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ლეო ვარადკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, საჭიროა დიდ ბრიტანეთთან ახალი ურთიერთობების შენება, რომელიც დარჩება მეგობრად და მთავარ მოკავშირედ.

„მაგრამ მომდევნო თვეებს ვერ გავატარებთ ჩვენი „განქორწინების“ წესის დარეგულირებაში“ - აღნიშინა მან.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?