ზვიად ძიძიგური აზერბაიჯანის   დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს შეხვდა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე.

„თემები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ შეეხებოდა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობას, ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ მოქალაქეებს. ეს არის ტრადიციული თემები თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მეტი გასაკეთებელი წინ გვაქვს. ამ მიმართულებით ორივე სახელმწიფოს კეთილი ნება არსებობს და ეს არის შეუქცევადი პროცესი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა შეხვედრის კომენტირებისას.

ზვიად ძიძიგურის აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფუად მურადოვს შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ოდიშარია, მახირ დარზიევი და აზერ სულეიმანოვი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს