გიორგი ბარამიძე - ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანეს

ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ფაქტობრივად განაჩენი არის გამოტანილი, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ფედერიკა მოგერინისთვის გაგზავნილ მიმართვას.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის იგნორირება არ შეიძლება იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც დეკლარირებულად მაინც აქვს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვის სურვილი.

„ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული სიგნალი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის. ასეთი შეფასება დადო თავს დროზე ეუთო-მ, რაც გაიზიარა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ახლა უკვე ევროპარლამენტმა. ეს ბუნებრივია გადაეცემა ევროკავშირს და შეუძლებელია იყოს იგნორირებული იმ ქვეყნის მიერ, რომელიც დეკლარირებულად მაინც ამბობს, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას აპირებს“, - განაცხადა ბარამიძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომელიც მათი შეფასებით, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა. ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს“, - აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება