14.07.2025 / 09:02
საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ დევნილთა ნაწილი კვლავ რჩება

დევნილები მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის აპირებენ შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.

„ამჟამად მიდის მუშა პროცესი. დევნილები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეჯერდებიან რა დროს მოხდეს საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, თუ ასეთი რამ გადაწყდება“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

დღესვე სამოქალაქო საზოგადოების „დევნილები დევნილებისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაციის „დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია - თანადგომა" წარმომადგენლები „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილ დევნილებთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად მივიდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი გიორგაძე „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილ დევნილებს შეხვდა, რის შემდეგაც დევნილთა ნაწილმა „დირსის“ საცხოვრებელი კოპრუსი დატოვა იმ პირობით, რომ მათ სახელმწიფო 2020 წლამდე საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს.

იხილეთ ვიდეო: დირსის კოპლექსი ყველა დევნილმა დატოვა

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა