"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელფოსტით გადარიცხვას სთავაზობს

"ვითიბი ბანკი" ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისს ამარტივებს. გადარიცხვა უკვე შესაძლებელია მიმღების არასაბანკო რეკვიზიტების - ტელეფონის ნომრის ან ელფოსტის მისამართის მითითებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათების მფლობელი კლიენტებისთვის.

„გადარიცხვის შესასრულებლად თანხის გამგზავნმა აპლიკაციაში უნდა შეიყვანოს საკუთარი ბარათის 16 ციფრიანი ნომერი, მოქმედების ვადა და CVV2/CVC2 კოდი, ასევე მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი.

დავალების რეგისტრაციისთანავე მიმღებს მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელ.ფოსტის მისამართზე გაეგზავნება საინფორმაციო შეტყობინება ტრანზაქციის შესახებ და ინტერაქტიულ ბმული. ბმულზე გადასვლით მიმღები შეძლებს თანხის სასურველ ბარათზე ჩარიცხვას. ის ასევე უფლებამოსილი იქნება გაააქტიუროს თანხის ავტომატურად ჩარიცხვის ფუნქცია და მიმართოს თანხა ბარათზე ყოველგვარი დამატებითი ქმედების განხორციელების გარეშე.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24/7), საიტზე: www.hub.vtb.ge

თანხის გადარიცხვა დაშვებულია მხოლოდ ლარში. მიმღების ბარათზე თანხა აისახება მომენტალურად“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს