ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (22 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?