კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი - საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია

საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია, - ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, EBRD ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ორი წლის წინ EBRD იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელმაც რეგიონებში ინვესტიციების ჩადება დაიწყო, რამაც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ხელშესახები შედეგი გამოიღო.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო გეგმავს, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უახლოეს რამდენიმე წელიწადში დაასრულოს და გადაერთოს ისეთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიც განათლებაა. თავის მხრივ, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა აღნიშნა, რომ EBRD მზად არის, განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს მხარი დაუჭიროს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე ესწრებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს