დავით ბაქრაძე - ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები აღიარებაა იმ წვლილისა, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

ის, რომ საქართველო წარმოდგენილია ნატოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დღის წესრიგში, არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე როგორც დაფასება იმ მნიშვნელოვანი წვლილისა, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით,- ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

​მისი თქმით, ნატოს 70 წლისთავთან დაკავშირებით, ვაშინგტონში დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი. ამ კონტექსტში ელჩმა დადებითი შეფასება მისცა კონგრესში ნატო-ს თემაზე გამართულ შეხვედრაზე გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, ასევე ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის შეხვედრებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობები, რომ საქართველოს მისწრაფება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებისა გააჟღეროს ძალიან მაღალ დონეზე, ძლიან მაღალი დონით წარმოდგენილ კონფერენციაზე. ამასთანავე ღონისძიებები იმართება კონგრესში. მოსმენები, სადაც როგორც კონგრესმენების, ისე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ გვესმის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობები, რასაკვირველია აქამდეც, რომ ძალიან მაღალ დონეზე გვესაუბრა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. მოგვეპოვებინა მათი მკაფიო და მყარი მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინისტრს ექნება ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად მოვისმინოთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე, მონაწილეობს ნატო-ს საკითხებზე ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებაში.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა