ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება, ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა გვაქვს

წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება ქვეყანაში, ყოველდღიურად გვაქვს 15-20 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, წითელა განსაკუთრებით 20-იდან 40 წლის ადამიანებში ვრცელდება, რადგან ამ ასაკის ადამიანები ან არ არიან აცრილი, ან არ აქვთ ეს დაავადება გადატანილი. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, წითელას აცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს.

„დიდი მადლობა ბატონ კახა კალაძეს, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წითელას პრობლემას ხაზი გაუსვა და მოუწოდა მოსახლეობას აცრებისკენ, რამეთუ, წითელას ეპიდაფეთქება კვლავ არის ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვეა, გარკვეული სტაბილიზაციის დინამიკაა, ანუ, ზრდის ტემპი ისეთი არ არის, როგორიც იყო იანვარ-თებერვლის დასაწყისში, მაინც ყოველდღიურად გვაქვს 15-20 ახალი შემთხვევა. ბოლო მონაცემებით, 2880-მდე შემთხვევა ფიქსირდება ბოლო სამ თვეში. აქედან, დაახლოებით, 60%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზება. გვაქვს გარდაცვალების 2 შემთხვევა. წითელა გახლავთ ვაქცინებით მართვადი, მას ვერაფერი შეაჩერებს გარდა აცრებისა. წითელას საწინააღმდეგო აცრა შედის ჩვენს ეროვნულ კალენდარში, თითოეული ბავშვი 1 წლისა და 5 წლის ასაკში უნდა იყოს აცრილი.

20-იდან 40 წლის ადამიანები ან არ არიან აცრილი, ან არ აქვთ ეს დაავადება გადატანილი. ასევე, მოვუწოდებთ ყველა მოზრდილს, თუ მათ არ ახსოვთ გადატანილი აქვთ თუ არა, ან აცრილი არიან თუ არა, მიბრძანდნენ და აიცრან. ზედმეტი აცრის ინექცია, გარდა იმისა, რომ სიკეთეს მოუტანს და მეტად იქნებიან დაცული - არ ავნებს. ვაქცინის რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია, ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ამიტომ სასურველია, რომ წელს დამატებით ჩვენ 350 000 ადამიანი ავცრათ. იანვრიდან მოყოლებული უკვე აცრილია 112 000 ადამიანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ასევე, წითელათი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ქალაქი თბილისია, შემთხვევების ნახევარი სწორედ, თბილისზე მოდის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს