ლევან იზორია პარლამენტში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრებს

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პარლამენტში გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფა იქნება.

ლევან იზორია ამ მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებსა და პროგრამებზე ისაუბრებს, რაც არის სახელფასო ანაზღაურების ზრდა, სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია და სხვა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2016-2020 წლებში, სახელფასო ანაზღაურების ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში 11 264 დასაქმებულ პირს მოიცავს. მათივე ცნობით, 2013 წელს დაიწყო და დღემდე, 1 634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 2020 წელს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს