ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 41 000 - მდე აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000 - მდე კანდიდატი; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600 - მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „ინტერეპრესნიუსს“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა.

„გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. წინა წლების მსგავსად მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რეგისტრაცია ბოლო დღეებში გაიარა.

მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30% პროცენტზე მეტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათამდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდის მონაწილეებს გაითვალისწინონ ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.naec.ge. წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები - ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო