რუსული მედიის ინფორმაციით, ტარიელ ონიანი ციხიდან 9 აპრილს გამოვა

ქართველი "კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი 9 აპრილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

რუსული პრესის ინფორმაციით, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ ვადაზე ადრე გათავისუფლება მოუწევს.

არსებული ინფორმაციით, რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო. მათ სასამართლოს თხოვნით მიმართეს, ონიანმა თვეში ორჯერ პრობაცია გაიაროს და აღრიცხვაზე იყოს, ასევე სახლი არ დატოვოს 22:00-დან 06:00-მდე. სამართალდამცავთა მტკიცებით, ეს აუცილებელიც კი არის, რადგან კოლონიაში ყოფნისას, ონიანმა წესრიგი 253-ჯერ დაარღვია, ის ორჯერ „კარცერშიც“ მოათავსეს. თუმცა, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან ონიანს გათავისუფლებისთანავე რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, 2010 წელს ონიანს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაპირველი სასჯელის მიხედვით, ონიანი 2019 წლის 11 ივნისს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან სასამართლოს გზით სასჯელის შემსუბუქება შეძლო და საბოლოო დასკვნის მიხედვით ე.წ. კანონიერი ქურდი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2019 წლის 9 აპრილს დატოვებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ივნისში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონიანი იმ პირთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა ყოფნა რუსეთში არასასურველია. გათავისუფლებისთანავე კრიმინალურ ავტორიტეტს დეპორტაცია ემუქრება. რუსული პრესის ინფორმაციით, სად გაგზავნიან ონიანს რუსეთიდან ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, მას ამ მომენტისთვის რუსეთის და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. ესპანეთის სამართალდამცავების მიერ ონიანი კარგა ხანია ძებნილად არის გამოცხადებული, მას ბრალს ფულის გათეთრებაში სდებენ და თუ მისი დეპორტაცია ამ ქვეყანაში მოხდა, ის რუსეთის ციხიდან ესპანეთის კოლონიაში მოხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის დეპორტაციით საქართველოში გამოამგზავრონ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, ის 2006 წლიდან საკუთარი სურვილით საქართველოს მოქალაქე არ არის.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რუსული მედიის ინფორმაციით, ტარიელ ონიანი ციხიდან 9 აპრილს გამოვა

ქართველი "კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი 9 აპრილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

რუსული პრესის ინფორმაციით, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ ვადაზე ადრე გათავისუფლება მოუწევს.

არსებული ინფორმაციით, რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო. მათ სასამართლოს თხოვნით მიმართეს, ონიანმა თვეში ორჯერ პრობაცია გაიაროს და აღრიცხვაზე იყოს, ასევე სახლი არ დატოვოს 22:00-დან 06:00-მდე. სამართალდამცავთა მტკიცებით, ეს აუცილებელიც კი არის, რადგან კოლონიაში ყოფნისას, ონიანმა წესრიგი 253-ჯერ დაარღვია, ის ორჯერ „კარცერშიც“ მოათავსეს. თუმცა, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან ონიანს გათავისუფლებისთანავე რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, 2010 წელს ონიანს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაპირველი სასჯელის მიხედვით, ონიანი 2019 წლის 11 ივნისს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან სასამართლოს გზით სასჯელის შემსუბუქება შეძლო და საბოლოო დასკვნის მიხედვით ე.წ. კანონიერი ქურდი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2019 წლის 9 აპრილს დატოვებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ივნისში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონიანი იმ პირთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა ყოფნა რუსეთში არასასურველია. გათავისუფლებისთანავე კრიმინალურ ავტორიტეტს დეპორტაცია ემუქრება. რუსული პრესის ინფორმაციით, სად გაგზავნიან ონიანს რუსეთიდან ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, მას ამ მომენტისთვის რუსეთის და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. ესპანეთის სამართალდამცავების მიერ ონიანი კარგა ხანია ძებნილად არის გამოცხადებული, მას ბრალს ფულის გათეთრებაში სდებენ და თუ მისი დეპორტაცია ამ ქვეყანაში მოხდა, ის რუსეთის ციხიდან ესპანეთის კოლონიაში მოხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის დეპორტაციით საქართველოში გამოამგზავრონ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, ის 2006 წლიდან საკუთარი სურვილით საქართველოს მოქალაქე არ არის.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო