მსოფლიოს ლიდერი დაზღვევის საბროკერო კომპანია MARSH საქართველოს ბაზარზე შემოდის

გლობალურმა კომპანია მარშმა, რომელიც მსოფლიო ლიდერია დაზღვევის საბროკერო მომსახურების და რისკების ინოვაციურად მართვის სფეროში, დღეს ოფიციალურად დაასახელა დაზღვევის ლიცენზირებული ბროკერი არრიბა თავის საკორესპონდენტო ოფისად საქართველოში.

შეთანხმების თანახმად, არრიბა მომსახურებას გაუწევს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, გაუხსნის მათ წვდომას მარშის უნიკალურ შესაძლებლობებზე და დაზღვევის/გადაზღვევის მსოფლიო ბაზრებზე. მარშის გამოცდილება და უნიკალური ცოდნა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ მათზე მორგებულ დაზღვევის გადაწყვეტილებები, მართონ რისკები პროფესიონალურ დონეზე და უზრუნველყონ საკუთარი ბიზნესის სტაბილურობა.

„საქართველო თანდათან უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, ამ კომპანიებს კი სათანადო სადაზღვევო და საბროკერო მომსახურება აუცილებლად ჭირდებათ. ეს პარტნიორობა მარშსა და არრიბას შორის საშუალებას მისცემს მსხვილ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ მარშის საბროკერო მომსახურებით, ადგილობრივ ოფისთან იურთიერთონ და კომუნიკაცია უფრო ეფექტური გახადონ, ადგილობრივ კომპანიებს კი ახალ საიმედო პარტნიორს გაუჩენს“, - განაცხადა ამერიკული სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოგვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე.

დაზღვევის კავშირის თანა-თავჯდომარის, ვასილ ახრახაძის თქმით, მარშის წარმომადგენლობის გახსნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის სადაზღვევო სექტორის მნიშვნელოვნად განვითარებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

მარშის რეგიონალურმა დირექტორმა, ანდრეი დენისოვმა კი აღნიშნა: „მარშის უნიკალური გამოცდილება საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ სრულიად მორგებული სადაზღვევო პირობები და რისკების მართვის გზები ქართული ბიზნესისთვის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისთვის.“

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო