ნოდარ ხადური ბუქარესტში ევროპის მომხმარებელთა და კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ბუქარესტში, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს და რუმინეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ორგანიზებით გამართულ ევროპის მომხმარებელთა და კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება ევროკავშირში რუმინეთის პრეზიდენტობის ფარგლებში იმართება, სადაც ასევე მონაწილეობენ: ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში, მარგარეტ ვესტაგერი; ევროკომისარი იუსტიციის, მომხმარებელთა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ვერა იუროვა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელები.

„კონფერენციას ასევე ესწრებიან: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით ჭიჭინაძე, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე, ასევე ევროპის კონკურენციის ქსელის წევრები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, იურისტები, მოსამართლეები და ა.შ.

მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური რუმინეთის კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტ ბოგდან მარიუს ჩირიტოიუს და საბჭოს წევრებს შეხვდა.

სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება“, - აღნიშნულია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა