ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“ პროექტის “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის” ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

საქართველო ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. სწორედ კონვენციის 26-ე მუხლი ავადებულებს მხარეებს განსაზღვრული პერიოდულობით, მოამზადოს ქვეყანაში კონვენციის დანერგვის მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები.

შეხვედრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა, მიზნად ისახავდა ანგარიშის მომზადების პროცესების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ინფორმირებას შემდგომი თანამშრომლობისთვის.

„პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. ის მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის, მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების აიჩი მიზნების (Aichi Biodiversity Targets) მიღწევის ანგარიშგებას“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს