მადრიდში აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

მადრიდში, მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა, ბოლო, მე-16 სართული კი მთლიანად დაინგრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მადრიდის სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ სახლიდან, სადაც 78 ოჯახი ცხოვრობს, ყველა მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.

მათივე ცნობით, აფეთქების მიუხედავად, საშიშროება იმისა, რომ სახლის კონსტრუქცია ჩამოიშალოს, არ არსებობს. თუმცა, კორპუსში სერიოზული სარემონტო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს