დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

ვაშიგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებში ანდრეა ტომპსონთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ვაშინგტონში გამართულ ნატოს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლის ფარგლებშიც, ალიანსი შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ავითარებს თანამშრომლობას საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონის უსაფრთხოებას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ შემთხვევებზე.

დავით ზალკალიანი 2019 წლის 3-6 აპრილს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს სტუმრობს და შეხვედრებს მართავს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს მინისტერიალთან დაკავშირებით ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ გამართულ ღონისძიებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ