მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება

მე გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მას არაერთი სპეკულაცია ესმის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პრემიერმა მოსახლეობას პროექტის დასრულების პირობა მისცა.

„მე ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ გითხრათ, როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს - მე გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება. შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს