მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი თავად ზუგდიდელების რეკომენდაციით შეარჩია

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი თავად ზუგდიდელების რჩევითა და რეკომენდაციით შეარჩია. როგორც მამუკა ბახტაძემ მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას წარდგენისას აღნიშნა, ის ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. პრემიერის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ის სამი პრინციპის გათვალისწინებით შეარჩია.

„პირველი - გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს?! დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს.

მეორე - გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი, რაც ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია.

მესამე და ყველაზე მთავარი - გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და მხარდამჭერებს გვერდში დგომისა და ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა