დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დროებითი საცხოვრებლით დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს

დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დროებითი საცხოვრებლით დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა.

გამგებლის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ დროებითი თავშესაფარი, რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმროში განთავსდებიან, რომლის ხარჯებსაც გამგეობა დაფარავს, ხოლო ამის შემდეგ, ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა და დაზარალებულები დროებით ქირით გადავლენ.

ირმა ზავრადაშვილის განცხადებითვე, გამომდინარე იქიდან, რომ ბინების კარებები არ იკეტება და ამ ეტაპზე ყველა ნივთის გამოტანა ვერ ხერხდება, მოროდიორობის თავიდან აცილების მიზნით, კორპუსს 24-საათიან რეჟიმში დაცვის სამსახური დაიცავს.

„სადარბაზოს მარცხენა და მარჯვენა ფლიგელში მცხოვრები ოჯახები, რომელბსაც არ აქვთ თავშესაფარი, რამდენიმე დღე გადავიყვანთ სასტუმროში, რომლის ხარჯებსაც გამგეობა დაფარავს. ამის შემდგომ კი მათი ქირით უზრუნველყოფას მოვახდენთ. გამომდინარე იქიდან, რომ არ იკეტება საცხოვრებელი სახლის კარებები, ზოგს საერთოდ აღარ გააჩნია, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოროდიორობის ფაქტები, კორპუსს დაიცავს დაცვის სამსახური. მომხდარზე სრულად ინფორმირებულია თბილისის მერი და მერის მოადგილეები, რომლებსაც 15 წუთის ინტერვალში ვაწვდით ინფორმაციას და თქვენი მეშვეობითაც ვეუბნებით ხალხს, რომ უყურადღებოდ არცეთი მათგანი არ დარჩება“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებს დროებითი საცხოვრებლით დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა