დაიწყო წინასწარი გაყიდვები "ბინადარის" ახალ პროექტში „ბინადარი დადიანზე 2“

„ბინადარი დადიანზე 2“ დეველოპერული კომპანია "ბინადარის" ახალი პროექტია. აღნიშნული პროექტი მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის N59-ში. პროექტის ცენტრალურმა მდებარეობამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და მეტროსთან სიახლოვემ უამრავი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია.

მხოლოდ აპრილის ბოლომდე, წინასწარი გაყიდვების პერიოდში, მომავალ მობინადრეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ განსხვავებული ფასითა და გადახდის პირობით დადიანის როგორც პირველ, ისე მეორე და მესამე ბლოკებში. უშუალოდ პროექტის მშენებლობა კი 2019 წლის ივნისიდან დაიწყება და ჩაბარდება 2020 წლის დეკემბერში.

აღნიშნულ პროექტში ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად ბინებს 31 კვ.მ-დან. პროექტი შედგება 3 ბლოკისაგან. მე-2 და მე-3 ბლოკი 8 სართულიანი და ერთ სადარბაზოიანია, ხოლო პირველი ბლოკი - 7 სართულიანი და ერთ სადარბაზოიანი. პროექტის პირველი სართული მთლიანად ეთმობა კომერციულ ფართებს, ხოლო მეორე სართულიდან იწყება საცხოვრებელი ბინები. -1 სართულზე განთავსდება საპარკინგე ზონა. პროექტი ასევე მოიცავს დახურულ შიდა ეზოს.

გახდი ჩვენი ბინადარი პროექტში „ბინადარი დადიანზე 2“ წინასწარი გაყიდვების პერიოდში და ისარგებლე მაქსიმალურად შენზე მორგებული გადახდის პირობით!

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა