მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი - ნუ შეგვიქმნით ხელოვნურად დაბრკოლებებს გარედან და ნუ ცდილობთ გააჩინოთ დაპირისპირება სპორტსმენებს შორის

მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო თასის 15 გზის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი პარასპოტრში არსებულ ვითარებასა და პარალიმპური კომიტეტის მხარდაჭერაზე სოციალურ ქსელში წერს. ხეცურიანის შეფასებით, პარასპორტს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ახლა აქვს.

გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონი გარკვეულ პირებს მოუწოდებს, ნუ შეუქმნიან სპორტსმენებს დაბრკოლებებს გარედან.

„ვარჯიში 5 წლის წინ დავიწყე - ეს ყველამ არ იცის. ამ 5 წელიწადში 16 ოქრო მოვიპოვე - არც ეს იცის ბევრმა. ვარ მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის 15-გზის გამარჯვებული, ევროპაზეც ხომ მაქვს მედლები. და მარტო მე ხომ არ ვარ წარმატებული - ისტორიაში პირველად გვყავს პარალიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები - სულ 19 სახეობაში. საქართველოში პირველად ჩატარდა ისეთი რანგის ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო თასის გათაშება პარაფარიკაობაში. სწორედ ამ გუნდმა შეძლო ეს და სწორედ ამ გუნდმა ჩამოიყვანა პირველად საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ეს ასე უბრალოდ არ ხდება, შრომას მოაქვს. მანამდე რომ მარტო 2 სახეობა იყო პარასპორტში და ახლა ამდენია.

200-ზე მეტი პარასპორტსმენი და მწვრთნელები რომ არიან ჩართულნი და ამდენი წარმატება რომ გვაქვს, ამ წარმატებებს ხელის შეწყობის გარეშე როგორ მივაღწევდით?! ასეთი მხარდაჭერა, ახლა რომ აქვს, ქართულ პარასპორტს არასდროს ჰქონია. გვავარჯიშებენ საუკეთესო მწვრთნელები, შეკრებებს გავდივართ ყველაზე კარგ ბაზებზე, ჩვენც ვშრომობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი შორს გავიტანოთ, ავაჟღეროთ ჰიმნი, ავაფრიალოთ დროშა და გაგახაროთ თქვენ, ჩვენი გულშემატკივარი! წინ გვაქვს არაერთი ჩემპიონატი და პარალიმპიური თამაშები. გვინდა, რომ ამისთვის მოვემზადოთ მშვიდად, ამიტომ ნუ შეგვიქმნით ხელოვნურად დაბრკოლებებს გარედან და ნუ ცდილობთ გააჩინოთ დაპირისპირება სპორტსმენებს შორის! გვაცადეთ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ხეცურიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა