„ტერასა ბათუმი“ - ახალი პრემიუმ კლასის კომპლექსი ბათუმში

„ტერასა ჯგუფმა“ ბათუმში პრემიუმ კლასის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. 29 სართულიანი კორპუსი როგორც კომერციულ ფართებს, ისე აპარტამენტებს, საცურაო აუზს, სპორტდარბაზს, კაფეს, რესტორანსა და -1 სართულზე მდებარე საპარკინგე ადგილს მოიცავს.

კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ბათუმის ახალ ბულვარში დაიწყო, სადაც ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, პრემიუმ კლასის შემადგენლობაში აშენდება ერთი კორპუსი, რომელიც მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, ბინების ეფექტური დაგეგმარებით, მიმზიდველი ადგილმდებარეობითა და ზღვისა და მთის ფართო ხედით გამოირჩევა.

„ტერასა ბათუმი“ ახალ ბულვარში, ანგისის ქუჩაზე შენდება. ეს არის კომერციული უბანი, რომელიც როგორც საცხოვრებლად, ისე ბინების გასაქირავებლად ძალიან ხელსაყრელია. "ტერასა ბათუმი“ ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინვესტორებისთვის მიმზიდველი კომპლექსია. რაც მთავარია, ის ბათუმის ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურასთან შესაბამისობაში მოდის“, -აღნიშნეს „ტერასა ჯგუფში“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, „ტერასა ბათუმში“ ბინების ფართობი 27,0 კვ.მ-დან იწყება, შესაბამისად, ტურისტულ სეზონზე სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მოწყობა მარტივად იქნება შესაძლებელი. „რაც მთავარია, პროექტს საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების („შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“) სრული დაცვით ვაშენებთ. შენობაში გათვალისწინებულია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და საევაკუაციო გასასვლელები. გარდა ამისა, უშუალოდ პროექტის თითოეული ელემენტის ზომები და გაბარიტები შესაბამისი დადგენილების მიხედვით არის შექმნილი“, - აღნიშნავენ ტერასა ჯგუფში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი კონცეპტუალურად სრულიად გამართულია. კორპუსის მცხოვრებთა ან კომერციული ფართების მფლობელთა დანახარჯების შემიცრების მიზნით, კომპანია „ტერასა ჯგუფი“ სამშენებლო სამუშაოებს ენერგოეფექტური მასალებით ახორციელებს. ბათუმის ახალ ბულვარში „ტერასა ბათუმის“ მშენებლობა 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დასრულდება. აპარტამენტებისა და კომერციული ფართების შეძენის მსურველებს კი საშუალება აქვთ, „ტერასა ჯგუფს“ უკვე მიმართონ და პროექტის მიმდინარეობას თვალი აქტიურ რეჟიმში ადევნონ.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში