ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო

ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით, ვერეს ხეობაში მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო. დანაგვიანების რაოდენობიდან გამომდინარე, დასუფთავებითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ ოცდაათამდე თანამშრომელია ჩართული, ასევე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, მსგავსი სამუშაოები, თბილისის შემოსასვლელ- გასასვლელშიც ჩატარდება.

„გაწმენდით სამუშაოებს რამდენიმე დღე დაჭირდება, რომ მთლიანად გასუფთავდეს ეს ტერიტორია. დაბინძურების მასა დიდია. ცოტა რთული სამუშაოა, მაგრამ „თბილსერვისი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ მოწესრიგდეს ეს ხეობა. შემდეგ უკვე გადავდივართ თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში, სადაც ასევე არცთუ ისე კარგი მდგომარეობაა სისუფთავის მხრივ და იქაც ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ტიპის დანაგვიანებაზე ჯარიმები არსებობს, რომელსაც მერია გამოიყენებს.

„ვიმყოფებით მდინარე ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით არის სამშენებლო ნარჩენი, ბუნებრივია, ეს არის მოსახლეობის მიერ დაყრილი. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. ჩვენ გვაქვს სპეციალური ნაგავსაყრელი სამშენებლო ნარჩენებისთვის და აუცილებლად უნდა მიმართონ ამ ნაგავსაყრელს. რა თქმა უნდა, არის ასეთი ტიპის დანაგვიანებაზე ჯარიმები, იქნება გამოყენებული არსებული სანქციები. როგორც ხედავთ, რელიეფი არის ძალიან რთული, ამიტომ ჩვენ გვყავს მობილიზებული მთამსვლელები, რომლებიც სპეციალურად აღჭურვილები არიან და დაცულია მათი უსაფრთხოება. 3 დღე დასჭირდება ამ კონკრეტული ლოკაციის გაწმენდას“, - განაცხადა ჯღარკავამ.

ცნობისთვის, ვერეს ხეობის დასუფთავების დავალება დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წინა კვირას გასცა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასევე, საჭიროა თბილისის შემოსასვლელის და გასასვლელის დასუფთავება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო

ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით, ვერეს ხეობაში მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო. დანაგვიანების რაოდენობიდან გამომდინარე, დასუფთავებითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ ოცდაათამდე თანამშრომელია ჩართული, ასევე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, მსგავსი სამუშაოები, თბილისის შემოსასვლელ- გასასვლელშიც ჩატარდება.

„გაწმენდით სამუშაოებს რამდენიმე დღე დაჭირდება, რომ მთლიანად გასუფთავდეს ეს ტერიტორია. დაბინძურების მასა დიდია. ცოტა რთული სამუშაოა, მაგრამ „თბილსერვისი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ მოწესრიგდეს ეს ხეობა. შემდეგ უკვე გადავდივართ თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში, სადაც ასევე არცთუ ისე კარგი მდგომარეობაა სისუფთავის მხრივ და იქაც ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ტიპის დანაგვიანებაზე ჯარიმები არსებობს, რომელსაც მერია გამოიყენებს.

„ვიმყოფებით მდინარე ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით არის სამშენებლო ნარჩენი, ბუნებრივია, ეს არის მოსახლეობის მიერ დაყრილი. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. ჩვენ გვაქვს სპეციალური ნაგავსაყრელი სამშენებლო ნარჩენებისთვის და აუცილებლად უნდა მიმართონ ამ ნაგავსაყრელს. რა თქმა უნდა, არის ასეთი ტიპის დანაგვიანებაზე ჯარიმები, იქნება გამოყენებული არსებული სანქციები. როგორც ხედავთ, რელიეფი არის ძალიან რთული, ამიტომ ჩვენ გვყავს მობილიზებული მთამსვლელები, რომლებიც სპეციალურად აღჭურვილები არიან და დაცულია მათი უსაფრთხოება. 3 დღე დასჭირდება ამ კონკრეტული ლოკაციის გაწმენდას“, - განაცხადა ჯღარკავამ.

ცნობისთვის, ვერეს ხეობის დასუფთავების დავალება დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წინა კვირას გასცა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასევე, საჭიროა თბილისის შემოსასვლელის და გასასვლელის დასუფთავება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია